შედგა თუ არა შეთანხმება ტურგენევის ქუჩასთან დაკავშირებით?!

ტურგენევის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა- პრობლემა მეზობლებს შორის დაწყებულ დავას უკავშირდება.

 შეთანხმება ალტერნატიული სანიაღვრე სისტემის მოწყობის თაობაზე მიღწეული ვერ იქნა.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს საბოლოო შეთანხმებისა და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების ვადად 10 მარტი განისაზღვრა, რის შემდეგაც შესაძლოა, შემსრულებელმა კომპანიამ ადგილზე სამუშაოები შეწყვიტოს.