“თვითიზოლაციის წესებს თუ დაარღვევენ, გვაქვს ძალიან დიდი რისკი, რომ შიდა გავრცელება მოხდება”

მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ჩაკეტილია, გვყავს ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან და შესაბამისად, პირველ რიგში, ველოდებით ამ საკარანტინო ზონებში სიმპტომების გამოვლენას, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით,პროცესი ეტაპობრივი იქნება და პიკური რიცხვის განსაზღვრის შესაძლებლობას შექმნის. 

„ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც დამატებითად მოგვცემს პიკური რიცხვის განსაზღვრის საშუალებას, მაგრამ სავარაუდოდ, ესეც ეტაპობრივი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შემდგომი რისკი, რომელიც შეიძლება, დადგეს, არის მხოლოდ და მხოლოდ ის რისკი, თუ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში მყოფი ჩვენი თანამემამულეები წესებს არ დაემორჩილებიან.

„თუ ისინი თვითიზოლაციის და კარანტინის წესებს დაარღვევენ, ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან დიდი რისკი, რომ უკვე შიდა გავრცელებები მოხდება. მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც დღეს შიდა იზოლაციასა და კარანტინში იმყოფება, ათასს აღემატება. ათასი მოქალაქის დაუმორჩილებლობა და რისკის შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებული ინფექცია კი, რა თქმა უნდა, უკვე რთული სამართავი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.