ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, მი ფენგის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კორონავირუსის გავრცელება შეჩერებულია.
მი ფენგის განცხადებით, ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა ადამიანების რაოდენობა 3 ათასზე ნაკლებია.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მი ფენგის განცხადებით, ახალი შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში, ეპიდაფეთქების თავიდან ასარიდებლად, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.