ჩინეთში სასტუმროს შენობა ჩამოინგრა, სადაც ათობით ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა (+ფოტო)

ჩინეთში ფუცზიანის პროვინციაში 5 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნანგრევებში სავარაუდოდ 30 ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. გავრცელებული ცნობებით, ამ დროისთვის მაშველებმა დაახლოებით 28 ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს.

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით, 150 მეხანძრე და მაშველი მონაწილეობს.