წალენჯიხაში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ამ დროისთვის ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლის ქრობის პროცესს ქარი ართულებს.

ფოტო: 1tv.ge