ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკრანტინო სივრცეები მოეწყობა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ამ რეალობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან საიახლოვეს, ლარსზე, წითელ ხიდზე და სარფის სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკრანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემს, უკეთესად ვმართოთ არსებული ვითარება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო მიიღეს.