ხანდაზმული ცოლ-ქმარი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს

ოზურგეთში ხანდაზმული ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. 

80 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და  რეანიმაციულ განყოფილებაშია რჩება, ქალს კი დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. 

წინასწარი ინფორმაციით, ყაჩაღებმა სახლიდან თანხა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.