ბარათაშვილის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის”ფილიალში ხანძარი გაჩნდა.
Tv4- ის ინფორმაციით ცეცხლი ფილიალში არსებულ ნარჩენებს გაუჩნდა. შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო -სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.
მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახდინეს.













