ხორვატიაში მიწისძვირის შედეგად 20-მდე ადამიანია დაშავებული

ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 ადამიანია დაშავებული. მათგან ერთი მოზარდია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ხორვატიის დედაქალაქში მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია და დანგრეულია შენობები, მათ შორის ზაგრების ტაძარი.

 ეს ხორვატიაში ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველზე ძლიერი მიწისძვრა იყო. მიწისძვრის გამო საავადმყოფოებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა