ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ცნობილია კლასტერი, საიდანაც ბოლო 4 პაციენტი დაინფიცირდა.
მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
“დღეისათვის, დაგვიფიქსირდა კიდევ ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტის ერთი დადებითი მხარე არის, ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები. ორი პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და ორი პაციენტი მოთავსებულია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი არიან კორონავირუსის მატარებლები.
პირველი პაციენტი, რომელიც გვყავდა კორონავირირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური და ჩენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც დამაიმედებელი პროგნოზი. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.