“გაჩერდება სამარშრუტო მომსახურება და ჯერ-ჯერობით დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტი”

რუსთავში და ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში  გაჩერდება შიდა გადაზიდვები ,სამარშრუტო მომსახურება და ჯერ-ჯერობით დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტი-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა,სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, რუსთავში ხვალიდან  მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს,ხოლო რაც შეეხება საქალაქთაშორისო გადაზიდვებს,სამარშრუტო მომსახურება  გარკვეული შეზღუდვებით მოხდება.

“დღეს კანცელარიაში გვქონდა შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,სადაც კიდევ ერთხელ გავიარეთ შექმნილი ვითარება. დაისახა გარკვეული ამოცანები,რომლებიც სავალდებულოდ შესასრულებელია.რუსთავის მოსახლეობის ინტერესია საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, ყველა მუნიციპალიტეტში გაჩერდება სამარშრუტო მომსახურება და ჯერ-ჯერობით დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტი. საქალაქთაშორისო გადაზიდვებს, ამ კონკრეტულ შემთხვევებში,რუსთავიდან-თბილისში და საპირისპირო მიმართულებით ,დარჩება სამარშრუტო მომსახურება, თუმცა მივიღეთ გარკვეული შეზღუდვები,რაც აუცილებელია რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს გვაქვს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მოგევთხოვება დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრების და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. 

სწორედ ამიტომ,მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს კონტაქტი,ქუჩებში, ქალაქებში გადადგილება და უნდა მოხდეს აუცილებელ პირობებში. რუსთავში არის 11 სვლა-გეზი, 5 სამარშრუტო მიმართულებაზე გაჩერდება გადაზიდვები და იქნება ის მინიმალური ოდენობა,რაც აუციელებელია“-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.