10 კაცზე მეტი ადამიანის თავყრილობა იზღუდება-ვითარება რუსთავის სასურსათო მაღაზიებში (+ფოტო)

რუსთავის სასურსათო მაღაზიების ნაწილმა ქვეყანში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი ზომები მიიღო.

იმის გათვალისწინებით ,რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და ათ კაცზე მეტი ადამიანის თავყრილობა იზღუდება ,სასურსათო მაღაზიებში შესაბამისი აკრძალვები გაჩნდა.

Tv4-მა ქალაქში არსებული სასურსათო მაღაზიები გადაიღო. მოქალაქეებს ზოგიერთ სუპერმარკეტში შეზღუდული რაოდენობით უშვებენ, რუსთაველების ნაწილი საკუთარ რიგს მაღაზიის გარეთ ელოდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედდება. მისი თქმით, იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.