გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, მირზოევკა, წერეთელი და მიმდებარე სოფლებში,
11:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თნეთი, ორბეთი, წყლულეთი, წვერი, შამთა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, ზვარეთი, აკაურთა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.