10 მარტს სოფელ ქესალოსა და ნაზარლოში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება

“კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” გაცნობებთ, რომ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 10 მარტის დილის 10:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ქესალოსა და ნაზარლოს მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. “-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

“კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.