დღეს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს. კერძოდ,
რუსთავში,მაიაკოვსკის გასასვლელის N5 და 7-თან ტარდება ტექნიკური სამუშაოები,14:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მაიაკოვსკის ქუჩის N 9, N 9ა, და გასასვლელის N5, და N7
გაგარინის ქუჩის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მარის არხის და ჭყონდიდელის დასახლებებს, ბელიაშვილის და ზედგენიძის ქუჩებს.
მე-7 მ/რ-ს N9-10-თან ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00-დან 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მე-7 მ/რ-ს N1, 2, 5, 6, 7, 8, 9,10, 12,13,14, 15,16,17,18 და შარტავას გამზირის N1, 2 კორპუსებს.