12 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, შახმარლო,

11:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შულავერი, გერანზავოდი, ნახალოვკა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ,რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.