გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგაჩაი, ამამლო, ბაზაქლო, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 14:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დურნუკი, ქოთეში, ასურეთი, მარაბდა, კიზილ-აჯლო და მიმდენარე სოფლებში,
11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, აღთაკლია, გაჩიანი, კარათაკლია და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ჯავშანიანი, კიანეთი, ჭრეში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.