19 წლის გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

პოლიციამ ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ​გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ გოგონას უკანონოდ აღუკვეთა  და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა. ​

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

​​დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.