20 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება

20 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული წმინდა სინოდის სხდომა 12:00-საათზე დაიწყება.

განიხილავს, თუ არა წმინდა სინოდი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზიარების წესის დროებით შეცვლას და კონკრეტულად, რა საკითხებზე იმსჯელებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები, ამის შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

სინოდის ბოლო სხდომა ოქტომბრის თვეში შედგა.