22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტს 00:01-დან 00:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, ხერხეულიძის, ბესიკის, ქუჩიშვილის, სანაპიროს, მეგობრობის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.