28 მარტის წყლის მიწოდების შეზღუდვა

დღეს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.

რუსთავში, ა.ყაზბეგის ქ. N58-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:45-დან 11:45 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ა. ყაზბეგის და ვახუშტის ქუჩებს.

ოდიშარიას N 36-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18:00-დან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
წერეთლის ქ.ოდიშარიას, იოსებიძის და წმინდა ნინოს ქუჩებს