28 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მარტს 01:00-დან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ქესალო, ჯანდარა, ბირლიკი, კალინინო და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გამარჯვებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.