30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.









