ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და საჭიროებების შესახებ შეხვედრა გაიმართა

  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და პროცესში არსებული საჭიროებების შესახებ იმსჯელეს.

  შეხვედრაზე  ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, თანასწორობის პოლიტიკის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ,,ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შედეგები და კონკრეტული რეკომენდაციები სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კახა კობერიძესა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს,  გააცნო.

  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება  ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს.

  შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ჩართულობის მნიშვნელობას შეეხო.

  სამუშაო ტიპის შეხვედრაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების, EMC_ის, საზოგადოებრივი პლატფორმა – ,,სალამისა“ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს.