ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.შემთხვევა ურეკში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მიკროავტობუსს, ორივე კი გაჩერებულ, მერსედესის ტიპის ავტომანქანას შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი დაშავდა.
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ტრავმები არ მიუღიათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.