გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, კოდა, მუხათი, ამლივი, საღრაშენი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისში გორგასლის,
9 აპრილის, ცურტაველის, მუსხელიშვილის, გოგებაშვილის, გაბაშვილის, წმინდა ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, კულარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.