6 მარტს დაგეგმილი მატჩი “რუსთავი”- ს “მგზავრებს” შორის მაყურებლის გარეშე გაიმართება

6 მარტს დაგეგმილი მატჩი “რუსთავი”- ს “მგზავრებს” შორის მაყურებლის გარეშე გაიმართება-ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკალათბურთო ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩები 16 მარტამდე აღარ გაიმართება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩების გადადების თაობაზე. შესაბამისად, ასაკობრივი და სტუდენტური ლიგების გუნდების მონაწილეობით 16 მარტამდე დაგეგმილი ყველა მატჩი გადადებულია .

მატჩების ჩატარების აკრძალვა არ ვრცელდება საკალთბურთო სუპერლიგისა და “ა” ლიგის მატჩებზე. აღნიშნული ჩემპიონატების მატჩები დაგეგმილი კალენდრით გაიმართება, თუმცა პრევენციის მიზნით, შეზღუდვა დაწესდება მაყურებლებზე. შესაბამისად, სუპერლიგისა და “ა” ლიგის მატჩები გაიმართება მაყურებლების გარეშე