7 და 9 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მარტს 15:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მძვიდობის ქუჩაზე;

9 მარტს 09:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, წალასკური, თელეთი, მუხრან დაჩები, ახალწყალი და მიმდებარე სოფლებში,

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, ჯორჯიაშვილი, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.