7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე მოიმატებს

 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.