89 წლის კაცი და 85 წლის ქალი პაემანზე გერმანია-დანიის საზღვარზე დადიან

89 წლის გერმანელი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული პაემანზე საზღვარზე დადიან. 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო , ორ კვირაზე მეტია, 89 წლის გერმანელი, ჩრდილოეთ ფრიზიის მკვიდრი კარსტენ ტიუხსენ ჰანსენი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული, ინგა რასმუსენი ერთმანეთს ვეღარ სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, ისინი პაემანზე სასაზღვრო პუნქტზე დადიან.

სასაზღვრო პუნქტზე ისინი თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე სხედან, ყავას სვამენ, ორცხობილას მიირთმევენ და საუბრობენ.

„ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვერაფერს შევცვლით“, – ამბობს 85 წლის ინგა რასმუსენი, რომელმაც ჰანსენი ორი წლის წინ გაიცნო და ხანდახან მის სახლში რჩება.

ამის შესახებ გამოცემა Spiegel Online-ი წერს.