9 სურსათის სახეობაზე ფასები არ მოიმატებს-საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრინჯის ,მაკარონის, მზესუმზირის ზეთის, ფქვილის, შაქარის, ხორბლის, რძის ფხვნილის, წიწიბურისა და ლობიოს ფასების დაზღვევა მოხდა, შესაბამისად 9 სურსათზე ფასები უცვლელი რჩება და არ მოიმატებს. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ფასების ზრდას დააფიქსირებს, უნდა დაუკავშირდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილ ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 551 022 099. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, შეტყობინების ცხელ ხაზზე შეტყობინების შესვლისთავე ბოლნისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ფაქტის მოსაკვლევად ადგილზე გავლენ და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.