COVID STOPPER შემოუერთდი სტოპერებს- მოხალისეთა ჯგუფში გაწევრიანება 50-მდე მოქალაქეს სურს

შეუერთდი სტოპერებს – COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავში მოხალისეთა ჯგუფის დაკომპლექტებისთვის შექმნილი  პლატფორმა covid stoper აქტიურია. როგორც სახელოვნებო ,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში tv4-ს განუცხადეს, რეგისტრაციის ფორმა 50-მდე მოქალაქემ შეავსო. 

შეაჩერე კორონავირუსის გავრცელება შენს ქალაქში!გახდი მოხალისე– ამ სლოგანით სოციალურ ჯგუფში ცენტრი ახალგაზრდებს , მოხალისეთა ჯგუფის დაკომლექტების მიზნით, აქტიურობისკენ მოუწოდებს. 

ჯგუფში მოცემულია ლინკი ,საიდანაც ახალგაზრდებს მოხალისეებად დარეგისტირება შეუძლიათ .

“Covid stopper – გახდი მოხალისე და შეაჩერე ვირუსის გავრცელება

დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს ორგანიზებულად და უსაფრთხოების წესების დაცვით

ვიწყებთ მოხალისეების მობილიზებას ჩვენი ქალაქის მასშტაბით, თუ ხართ 100% ჯანმრთელი, სრულწლოვანი და სურვილი გაქვს შენი საქმით გამოადგე შენს ქალაქს, მაშინ შეავსე განაცხადის ფორმა:
https://forms.gle/5vZszcpDZnQqYJeJ8

დაავადებათა კონროლის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაცია ასეთია, რომ ტემპერატურის მქონე პირები არ მივიდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებში, ასევე მარტოხელა მოქალაქეების დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს.

გავხადოთ რეკომენდაციები აღსრულებადი და დავიცვათ ერთმანეთი

პირველ ეტაპზე ძირითადი საქმე იქნება
მარტოხელა მოხუცებისთვის სახლში პროდუქტის მიტანა
საინფორმაციო ბარათების გავრცელება
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ
593570555 გეგი ლიპარტელიანი

პ.ს. მოცემული საქმიანობა წარმართული იქნება რუსთავის სოციალური ჯანდაცვის სამასახურის ზედამხედველობით და სრულიად უსაფრთხოდ მოხალისეებისთვის
#covidstopper”-ნათქვამია ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, მოხალისეობრივი ჯგუფის წევრების საქმე პირველ ეტაპზე მარტოხელა მოხუცებისთვის სახლში პროდუქტის მიტანა და საინფორმაციო ბარათების გავრცელება იქნება.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშრებული პრევენციული ღონისძებების ფარგლებში, სამოქალაქო სექტორისაგან შემქნილი ჯგუფის გარდა, რუსთავის მერიის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფიც შეიქმნება.