N34 ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მე-8 მიკრორაიონში N34 -ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, ბაღის ორივე სართული სრულად განახლდება.

რუსთავის მერიაში აცხადებენ,რომ ელექტრონული ტენდერი დასრულებულია და პრეტენდენტი შემსრულებელი კომპანია შპს “ანანაა“.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 913 000 ლარია.

ამჟამად კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს. ბაღის რეაბილიტაცია მარტში დაიწყება და 5 თვე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მე-8 მიკრორაიონის მცხოვრებლები ბაგა-ბაღების გაერთიანების 34-ე ფილიალის რეაბილიტაციას გუსული წლიდან ითხოვდნენ. ადგილობრივები Tv4-თან საუბრის დროს აღნიშნავდნენ, რომ ფილიალი უკვე ოცი წელია დახურულია,რის გამოც მშობლებს ბავშვების მიყვანა, სხვა მიკრორაიონში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით უწევდათ.