ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ნისანისა” და “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარის გამო, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.