ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი გამოუვლინდა

ათონის მთის მონასტერში ერთ-ერთ ბერს კორონავირუსი დაუდგინდა. 

გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ბერი 60 წლისაა, რომელიც მონასტრის დელეგაციასთან ერთად დიდი ბრიტანეთში იმყოფებოდა. დელეგაციამ საბერძნეთში ათონის მთის მომლოცველებისთვის ჩაკეტვამდე დაბრუნდა მოასწრო.

ბერები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედგამოაცხადა.

ინფორმაციას გამოცემა Orthodox Times-ი ავრცელებს.