ბოლნისის სოფელ დარბაზში არსებულ საავტომობილო ხიდზე საყრდენი კედლის ნაწილი ჩაინგრა

 სოფელ დარბაზში არსებულ საავტომობილო ხიდზე საყრდენი კედლის ნაწილი ჩაინგრა. ამ მომენტისთვის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა მცირე შეფერხებით მიმდინარეობს. 

შემთხვევის ადგილი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ და შესაბამისი სამასხურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ,რომ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი აუცილებლობით მოხდება პროექტის შეძენა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.