ბოლნისში მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს მიიღებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ  მედიკამენტებს მუნიციპალიტეტის “წითელი ჯვრის” ოფისში მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მერიის პრესსამსახურში ავრცელებენ.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული სკარანტინო მდგომარეობის გამო, მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება დროებით შეეზღუდათ.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა, ნაცვლად თბილისისა და რუსთავისა იწარმოებს ქ. ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის N123-ში, „წითელი ჯვრის“ ოფისში.

მედიკამენტების აღება ბენეფიციარებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ.

გთხოვთ, მედიკამენტების მისაღებად დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 593 151 377″ ,-აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში