ბოლნისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2020 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,მიმდინარე წელს სოფელ ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზა მოეწყობა.
ისტორიული მნიშვნელობის ძეგლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 595 000 ლარი დაიხარჯება.
100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება.