დღეიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა

დღეიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ახორციელებს.