ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა –  ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.  პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გარდაცვლილი 74 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

“ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკური დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში. ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მირაკლი ჩიქოვანის თქმით, დიპლომატიური სამსახურების წარმომადგნლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მიეწოდოს ქვეყნის გარეთ მყოფ  ჩვენ თანამოქალაქეებს.