ზაგრებში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა (+ფოტო)

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, დღეს დილით 5.4 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის შედეგად გაითიშა ელექტროენერგია და დაზიანდა შენობები, მათ შორის ზაგრების კათედრალი. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.