თეთრიწყაროში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან

მესამე დღეა, ხანძარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ კლდეისთან მისასვლელ გზაზე ცეცხლი ძირითადად ტყეში არსებულ ხმელ ბალახსა და ფოთლებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე, ხანძრის ორი მთავარი კერა რჩება. ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი. ისინი ცდილობენ, ცეცხლი გზის მეორე მხარეს არ გადავიდეს და ახალი კერები არ გაჩნდეს.

რთული რელიეფის გამო, ტყეში ტექნიკით მეშაობა ვერ ხერხდება.