თენგიზ ცერცვაძე-ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან დამთავრდება გამოჯანმრთელებით

 ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, ინფორმაციით ამჟამად პნევმონია 12 პაციენტს აქვს. მათგან სამის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

მისივე ცნობით, პაციენტმა, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, სიმძიმის პიკი გაიარა და გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

„ამჟამად 12 პაციენტს აქვს პნევმონია. ამ ინფექციას ახასიათებს დამძიმება იმიტომ, რომ ვირუსის გამრავლება გრძელდება ორგანიზმში. ოთხს ვთვლით პრობლემურად, მაგრამ პირველ, ვინც ყველაზე მძიმე იყო და ვისზეც ფრთხილად ვიყავით, მან გაიარა სიმძიმის პიკი და წავიდა გამოჯანმრთელებისკენ. დანარჩენი სამი შედარებით მძიმეა. ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან დამთავრდება გაჯანმრთელებით და ჯერჯერობით სიკვდილის შემთხვევა არცერთი არ გვექნება“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მისივე ცნობით,კორონავირუსის გამო, საქართველოში ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არავითარი არც მზაობა და არც ვარაუდი არ არის.

„საგანგებო მდგომარეობაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. დღეს რაიმე განწყობა ხელმძღვანელობაში, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენ, არ ყოფილა. ჩემი ვარაუდით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ რაოდენობა გაიზრდება და რაც მთავარია, დაფიქსირდება ის, რასაც მეოთხეულ გადაცემას ვეძახით. ერთი შემთხვევისთვის არ გამოაცხადებენ, თუ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ინფიცირებულებს არ ეცოდინებათ, ვისგან დაინფიცირდნენ და კონტაქტის მოძიება შეუძლებელი იქნება, ამაზე მერე იფიქრებენ. ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე არავითარი არც მზაობა და არც ვარაუდი არ არის“,-განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირერების 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან დღეს გაეწერა, თუმცა თვითიზოლაციას გაივლის.