იზოლაციაში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი

მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ ავტომატურად, იზოლაციაში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ერთ მხარეს კარანტინში მყოფი ბოლნისი ესაზღვრება, მეორე მხარეს კი სახელმწიფო საზღვარია. 

როგორც  ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს  სიტუაციის შესწავლა.

„გარკვეული შეზღუდვები წარმოიშვა, ეს ბუნებრივიც იყო. თუმცა ამ მუშა პროცესში ჩვენ დავალაგებთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა გამარტივდეს ეს პროცესი. ამ ეტაპზე ვადასტურებ, რომ კომუნიკაციაც მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებს შორის იყო მჭიდრო და აქტიური. ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.