ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა ორმა პაციენტმა დატოვა, სამი კი სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გაიწერება.

„წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა.