კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ.

მათივე ინფორმაციით, აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.