კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზები ცოტა ხნის წინ მიიღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითია.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი იმყოფება.ერთი კი რამდენიმე დღის წინ გაეწერა.
ამასთან,ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.