საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.
აღსანიშნავია, რომ 66 ინფიცირებული ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.