კორონავირუსის გამო, სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპის თარიღი გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოების გამო, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება 2020 წლის 6 და 7 მარტს არ ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განახლებული ინფორმაცია ვებგვერდზე 2020 წლის 20 მარტისთვის განთავსდება.