თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათს ცენტრშია დაფიქსირებული.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო უკვე ცნობილია.
“დილის მონაცემებით გვაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არიან ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი.









